სახელმწიფოს მხარდაჭერით 4 თვეში ახალ საწარმოში 3000 ადამიანი დასაქმდება
15-07-2020, 19:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფოს მხარდაჭერით რუსთავში, ახალი საწარმო შენდება, რომელიც 4 თვეში გაიხსნება და 3000 სამუშაო ადგილს შექმნის.

 

 

საწარმო „ქართლი ტექსტილის" მშენებლობის მთლიანი ინვესტიციის, 20 მლნ ლარის ნახევარი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით მიღებული შეღავათიანი სესხია. ასევე პროგრამის ფარგლებში საწარმოს გადაეცა უძრავი ქონება.

 

 

ახალ საწარმოს „აჭარა ტექსტილი" აშენებს, რომელსაც უკვე აქვს 3 სამკერვალო ფაბრიკა ბათუმსა, ფოთში და ქობულეთში და დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი.

 

 

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma, Lotto, Erima ხოლო, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება "New Balance" და "Under Armour".

 

 

კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებულია, წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

 

 

პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული მიმართულების სტატისტიკა : მხარდაჭერილია 363 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 796,1 მლნ ლარს, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა 508 მლნ ლარს აღწევს. სულ შეიქმნება 16 050-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი