პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებულები პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ
16-07-2020, 11:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, მარნეულის კოლეჯის იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს მარნეულისა და ბოლნისის კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მუშაობდნენ, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 

 

მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ მადლიერება და პატივისცემა გამოხატა კოლეჯის სტუდენტების მიმართ, ხაზი გაუსვა მათი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და ზოგადად პროფესიული განათლების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების საქმეში.

 

 

„დღეს პროფესიულმა განათლებამ დაამტკიცა, რომ შეუძლია შექმნას უდიდესი ღირებულება საზოგადოებისთვის, მას შეუძლია გაზარდოს გმირები, მის წიაღში შეიძლება არსებობდნენ საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, დასაყრდენი ადამიანები და ეს დღეს სახეზე გვაქვს ჩვენი ახალგაზრდების სახით“- განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დროს, ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა კლინიკებში მარნეულის კოლეჯის პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებულები სიცოცხლის რისკის ფასად, მედპერსონალთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ.

 

 

მინისტრის მოადგილესთან ერთად ღონიძიებაში მონაწილეობდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 

 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 10 აგვისტომდე მიმდინარეობს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია. მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ვებ-გვერდზე: https://vet.emis.ge/.

 

 

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი