თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი 25 ივლისს შესრულდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ივლისში დანიშნულ სპეციალურ რეისებს ბერლინის მიმართულება დაემატა. თბილისი – ბერლინი – თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენას ავიაკომპანია MyWay Airlines 25 ივლისს შეასრულებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და ბილეთის ღირებულება 200 ევროზე მეტი არ იქნება.
ბილეთების შეძენას მგზავრები ავიაკომპანიის ვებგვერდზე შეძლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.