კახა ბექაური: „დღეს საქართველოში მედია გარემო არის საუკეთესო ევროპაში, სრულიად დერეგულირებულია მედია სივრცე“
16-07-2020, 15:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში მედია გარემო არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, ერთ-ერთი თავისუფალი იმ თვალსაზრისით, რომ საკანონმდებლო ველი, საკანონმდებლო სივრცე, ბარიერები და რეგულაციები პრაქტიკულად არ არსებობს, სრულად დელეგურილებულია,“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედის ღია ეთერში განაცხადა.

 

 

კახა ბექაურის თქმით, დღეს საქართველოში მაუწყებლობის დაწყება ნებისმიერ მსურველს მარტივი ავტორიზაციით მხოლოდ 10 დღეში, ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეუძლია.

 


„დღეს მედიასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომელიც სარედაქციო პოლიტიკასთან, ან შინაარსთან არის დაკავშირებული, არ არსებობს ბარიერი, რომელიც ტელევიზიის გახსნასთან ხელს შეუშლის. ალბათ ნებისმიერ მაყურებელს მარტივი რეგისტრაცია გაუვლია ვებ-გვერდზე, როცა მეილს ავსებთ, სახელს და გვარს უთითებთ და რამდენიმე წამში მოგდით მეილი, რომ დარეგისტრირებული ხართ - დაახლოებით ამ სიმარტივის პროცედურაა მაუწყებლობის ავტორიზაცია. ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა რომ მოინდომოს ხვალ ტელევიზიის გახსნა, კომუნიკაციების კომისიაში შემოიტანს განცხადებას და 10 დღის გადაში ის ავტორიზაციას გაივლის და მაუწყებლობას დაიწყებს. ეს არც-ერთ ევროპულ ქვეყანაში ასე არაა. 100-ზე მეტი მაუწყებელი გვყავს დღეს საქართველიში, სრულიად პლურალისტური მედია სივრცე გვაქვს, ყველანაირი ინფორმაცია ისმის და რა თქმა უნდა ტყუილსაც იპოვის ჩვენი მაყურებელი, თუ ტყუილის პოვნა უნდა და სიმართლესაც, თუ სიმართლის პოვნა უნდა“, - აცხადებს კახა ბექაური.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი