საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დელეგაციასთან ერთად დღეს აშშ-ს ეწვევა
27-09-2015, 01:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ნიუ იორკს 27 სექტემბერს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

 

 

მარგველაშვილი კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ ჰევენში სანაპირო დაცვის აკადემიაში (Coast Guards Academy) სიტყვით გამოვა და დაღუპული ქართველი კადეტების - სოსო მაკარიძის და ბესო გორჯოლაძის ხსოვნას პატივს მიაგებს.

 

 

ნიუ იორკში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლები საგარეო ურთიერთობათა საბჭოში და ფორდჰეიმის უნივერსიტეტში.

 

 

ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება".

 

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი 29 სექტემბერს ვაშინგტონს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს თხუთმეტამდე სენატორთან და კონგრესმენთან, მათ შორის არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან.

 

 

ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაითს სამუშაო საუზმეზე უმასპინძლებს.

 

 

ქვეყნის პირველი პირი "ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ( NDI ) ხელმძღვანელებთანაც გამართავს სამუშაო სადილს.

 

 

დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა უილსონის ცენტრში, ასევე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები.

 

 

გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში 2 ოქტომბერს დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი