პრემიერ მინისტრმა გარემოს დაცვის სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაციას დაავალა, ერთობლივად შეიმუშაონ მექანიზმი დაცულ ტერიტორიებზე შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირების მიზნით
16-07-2020, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის - „იმოგზაურე საქართველოსთვის" ფარგლებში განსაკუთრებული პრიორიტეტი ეკოტურისტულ მიმართულებებს მიენიჭება, - საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული განვითარების შესაძლებლობებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა მზარდი ინტერესი ეკოტურიზმის მიმართულებით და ის პოტენციალი, რომელიც დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში დამატებითი ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარების კუთხით არსებობს. 

 

 

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის მეტად განვითარებას და ეკოტურიზმიდან შემოსავლის მიღებას, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც გაუჩნდება შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება გაყიდოს და დაცულ ტერიტორიებზე დასაქმდეს.

 

 

ამ ეტაპზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქვს მიმდინარე საინვესტიციო პაკეტი, რომლის მოცულობა 80 მილიონ ლარს აღემატება. ასევე განიხილება ახალი პროექტები, რომელთა შესახებ კონკრეტული შეთავაზებები ბიზნესს უახლოეს მომავალში წარედგინება. პრეზენტაციაზე, როგორც საზოგადოება, ისე ბიზნესსექტორი გაეცნობა ინფორმაციას დაცულ ტერიტორიებზე უკვე მოწყობილი ინფრასტრუქტურის, ასევე დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომლებიც ერთის მხრივ დაცულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს მიიზიდავს, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს უნიკალური ბუნების დაცვასა და შენარჩუნებას.

 

 

ეკოტურისტული მიმართულების განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, პრემიერ-მინისტრმა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაავალა, ერთობლივად შეიმუშაონ მექანიზმი დაცულ ტერიტორიებზე შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირების მიზნით. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს მოქალაქეებს მისცემს მეტ საშუალებას, იმოგზაურონ საქართველოსთვის და ამავდროულად იქნება დამატებითი სტიმული ქვეყნის ეკონომიკისთვის.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი