ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - დაწყებულია სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.
✅ სამუშაოები ზღვისპირა პარკის 2-კმ-იანი მონაკვეთის მოწესრიგებას გულისხმობს. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია.
✅ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს:
დეკორატიული ფილებით სასეირნო ზოლის და სავალი ნაწილის მოწყობა;
თანამედროვე ტიპის გარე განათების მონტაჟი;
მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგება;
სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა;
შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
სამუშაოები 4 მლნ ლარზე მეტით ფინანსდება
ზღვისპირა პარკის პირველი ეტაპის მოწყობა გასულ წელს დასრულდა, პროექტით მოწესრიგდა და მოეწყო 850-მეტრიანი მონაკვეთი.
✅ სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პარალელურად, მიმდინარეობს რუსთაველის და აღმაშენებლის ქუჩების გადასასვლელების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება/მოწყობა.
პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწყობას, ტროტუარის, სავალი ნაწილის დეკორატიული ფილებით და ბორდიურებით მოპირკეთებას. ადგილზე მოეწყობა მწვანე ზოლი, გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები, ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.