ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, საერთაშორისო ინსტრუმენტი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამოქმედებულია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით.
პრემიერის თქმით, ეს ის საკითხია, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.
„ეს ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქე ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი შინ დაბრუნებაა, ამიტომ დღეის მდგომარეობით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს, უპირველესად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ამოქმედებულია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.