ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, სიაში იქნებიან ახალი საარჩევნო სახეები, ვისაც საზოგადოებაში აქვს კარგი რეიტინგი, პოზიტიური განწყობა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ადამიანები გაამდიდრებენ ჩვენს გუნდს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მომდევნო კვირას, „ქართული ოცნება“ დაასახელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.
„ძალიან მალე გაიგებს ჩვენი საზოგადოება თითოეულ იმ გვარს, ვინც შეეცდება, რომ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს. ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, რომლებიც არიან გამოცდილები, კვალიფიციურები, საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობენ, იქნებიან ახალი სახეები, ვისაც საზოგადოებაში აქვს კარგი რეიტინგი, პოზიტიური განწყობა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ადამიანები გაამდიდრებენ ჩვენს გუნდს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.