სოზარ სუბარი: „ქართული ოცნება" 30-ვე ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამის პირობას გაძლევთ
20-07-2020, 14:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. რვა წელი რასაც ვაშენებდით, დემოკრატიული ინსტიტუტები, თუ ქვეყნის კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის საფუძვლის ჩაყრა, შემდეგ ოთხ წელში ეს ყველაფერი უნდა განმტკიცდეს, – განაცხადა სამგორის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა, საარჩევნო კანდიდატების წარდგენის შემდეგ.

 

 

მისი თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებაში პროფესიონალების გუნდი ჰყავდეს.

 

 

„თუნდაც, ბოლო ექვსმა თვემ, „კოვიდთან” ბრძოლამ გვაჩვენა, რა სერიოზული გამოწვევები შეიძლება დადგეს და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს ერთად შეკრული, პროფესიონალების გუნდი იდგეს ქვეყნის სათავეში, როგორც პარლამენტში ისე მთავრობაში. გუნდი, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა. ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა საქართველოს თითოეული მოქალაქე, მთავრობის თითოეული წევრი და დეპუტატები ერთად ვიბრძოდით, რომ ქვეყანა ამ საფრთხისგან გადაგვერჩინა. დასახელებული კადრები არიან გამოცდილები და მათ შეუძლიათ, საკუთარი წვლილის შეტანა ქვეყნის განვითარებაში. ერთ-ერთი დიდი საარჩევნო ოლქია სამგორის რაიონი, ვიცნობ, თითოეულ ქუჩასა და უბანს. რაც შეეხება კონკურენტებს, „ქართული ოცნება” 30 -ვე ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ამის პირობას გაძლევთ. ისევე, როგორც პროპორციულ არჩევნებშიც გავიმარჯვებთ ვისაუბრებთ, როგორც უკვე გაკეთებულზე, ასევე გასაკეთებელზე”, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი