საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება
20-07-2020, 14:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში თემაზე: „საქმიანობის უწყვეტობის მართვა საქართველოს პარლამენტში“.

 

 

როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, ღონისძიებაში მონაწილე შოტლანდიელმა ექსპერტებმა, პანდემიის პირობებში, შოტლანდიის პარლამენტის საქმიანობის მენეჯმენტზე ისაუბრეს.

„მათ, ამ კუთხით, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ და არსებული პანდემიის პირობებში საინტერესოა ამ პრაქტიკის გაცნობა. გაეროს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი აპირებს ამ ექსპერტების ჩართულობით საქართველოს პარლამენტისთვის შეიმუშავოს მსგავსი დოკუმენტი, რა თქმა უნდა, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის და დეპარტამენტების ხელმძღვანელობის მონაწილეობით, რომლის საფუძველზეც უფრო მომზადებული და უფრო მობილიზებული შეხვდება საქართველოს პარლამენტი არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

 

 

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა პანდემიის პერიოდში საკმაოდ კარგად მოახდინა მობილიზება, კოორდინაცია და განვლილი რამდენიმე თვის განმავლობაში მის საქმიანობაში რაიმე შეფერხება არ ყოფილა.

 

 

„დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც სწორედ ამ ფორმატის გათვალისწინებით განხორციელდა და პერსონალი საკმაოდ კარგად ადაპტირდა ამ კუთხით, მაგრამ შოტლანდიელი პარტნიორების გამოცდილებაც საკმაოდ საინტერესოა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს ჩვენი საქმიანობა და უფრო ეფექტურად ვმართოთ პროცესები“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

 

 

საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის (BCM) კომპონენტის დანერგვას ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WDF) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის „საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია“ ფარგლებში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი