გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, მარეკ შჩიგელს შეხვდა
20-07-2020, 17:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, მარეკ შჩიგელს შეხვდა.

 

 

მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე რეგიონული უსაფრთხოების, ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.

 

 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების დაკავების ბოლოდროინდელ შემთხვევებს.

 

 

შეხვედრისას, ხაზი გაესვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების აღდგენის მნიშვნელობას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მთავრობის ურყევი ნება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.

 

 

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გახსნის აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

 

 

მარეკ შჩიგელმა გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატებული ბრძოლა Covid-19-ის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ლუგარის სამედიცინო კვლევითი ლაბორატორიის საქმიანობა აღიარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე ესწრებოდა.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი