სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში, წუწუნავას ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამჟამად, პროექტის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს - იგება ასფალტის მეორე ფენა.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.
წუწუნავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა 40 წლის განმავლობაში არ მოწესრიგებულა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში კი, ასფალტის საფარი 2 400 კვ.მ ფართობზე დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.
სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია “არსაკიძე 2000“ ასრულებს. გამგეობის ბიუჯეტიდან კი 154 000 ლარი გამოიყო.
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, სამგორის გამგეობამ წუწუნავას ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა. მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.