არჩილ თალაკვაძემ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
21-07-2020, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა.

 

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

 

 

საუბარი შეეხო კოვიდ-19-თან დაკავშირებით, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას. პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მზად არის, დახმარება გაუწიოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების მოსახლეობას ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში.

 

 

მხარეებმა ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და რუსეთის ფედერაციის უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯები მიმოიხილეს.

 

 

ყურადღება გამახვილდა 2020 წლის 11 ივლისს, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების საკითხზე.

 

 

მხარეების თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ქვაკუთხედია. ხაზი ასევე გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობას.

 

 

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია იყო. აღინიშნა, რომ რუსული პროპაგანდის სამიზნე გახდა თავად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

 

 

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკის ერთგულია.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი