ოდესის გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის ადგილი ისტორიასა და პოლიტიკაში გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა ის გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას. ამის შესახებ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კურიერ P.S"-ში ისაუბრა.
"პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი ისტორიაში, პოლიტიკაში, ერთადერთი გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა იმ სამ ადამიანს, ვინც ბევრი რამ გააკეთა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის – ადამიანმა, რომლებმაც პირველი ქართული სამხედრო წარმოება შექმნა, ადამიანმა, რომელმაც შექმნა მსოფლიო დონის პოლიცია, რომელმაც ააშენა რაბათი, ადამიანმა, რომელმაც ააშენა თბილისში უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ მერს აუშენებია. ესენი არიან გიგი, ვანო და ბაჩო. მარგველაშვილის ქმედების კრიტერიუმი და წესიერების განმსაზღვრელი იქნება, თუ ის ამ შეწყალების აქტს მოაწერს ხელს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.