ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხები და ხაზი გაუსვეს ამ პროცესში გაერთიანებული სამეფოს როლს.
აღინიშნა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით.
ჯასტინ მაკკენზი სმიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
მთავრობის მეთაურმა გაერთიანებული სამეფოს ელჩს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.