საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ქართველ ემიგრანტებს ორმაგი მოქალაქეობის მიღების შანსი აქვთ. ამის შესახებ პრეზიდენტმა აშშ-ში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორც ქართული დიასპორას წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აშშ-ის მოქალაქეობის აღების შემთხვევაში, ავტომატურად კარგავენ საქართველოს მოქალაქეობას და ამ მხრივ, პრეზიდენტს კანონში ცვლილებების გატარება სთხოვეს.
"როდესაც იღებ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ ავტომატურად ღიაა კარები ორმაგი მოქალაქეობისთვის. ეს არის კანონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვმუშაობთ და, რომლის ფარგლებშიც ქართული ემიგრაციისთვის კარი ორმაგ მოქალაქეობაზე გახსნილია. შესაძლებელია, თქვენ მიგაჩნიათ, რომ კანონი სხვანაირად უნდა იყოს, კი ბატონო, განხილვადია ეს საკითხიც და შესაძლებელია ამაზეც ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება სხვანაირად იყოს ფორმულირებული კანონი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ვისაც უნდა ორმაგი მოქალაქეობა, პროცედურების გავლის შემდეგ მიიღებს.
"რადგან დღეს ასეთი კანონი მოქმედებს, ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად და ვისაც ეს საკითხი დაუდგა ამერიკის მოქალაქეობის მიღების დროს, მარტივად, შემოიტანეთ ორმაგ მოქალაქეობაზე მოთხოვნა, მიიღებთ ორმაგ მოქალაქეობას. თუ შეიცვლება კანონი, შემდეგ სხვანაირად იყოს. მაგრამ, ვინც უკვე მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა, არასწორი იქნება ისინი დაელოდონ კანონის ცვლილებას. ნუ დაელოდებიან, გაიარონ პროცედურები, მიიღონ ორმაგი მოქალაქეობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.