თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში ტერიტორიული რეზერვისტების მორიგი გეგმიური შეკრება გაიმართა. რეზერვისტების შეკრებას პირველად დაესწრნენ მათი დამსაქმებლები საჯარო და კერძო სექტორიდან, რომლებსაც სამხედრო ქვედანაყოფში თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლეს. თელავში იმყოფებოდა ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანიც.
ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიული რეზერვის დამსაქმებლებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს და შეკრების ფარგლებში რეზერვისტთა მომზადების მიმართულებები გააცნეს. სტუმრებს ბაზის დათვალიერების, რეზერვისტების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. მათ საცხოვრებელი ყაზარმები, საკლასო ოთახები, მართვის ცენტრი მოინახულეს და იმ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გაეცნენ, რასაც 201-ე ბატალიონის სარეზერვო ასეულში ჩარიცხული რეზერვისტები გადიან. ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში, დამსაქმებლებმა „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
ღონისძიებაზე გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებიც იმყოფებოდნენ. დასასრულს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა და ბრიგადის მეთაურმა მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.