გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ექსპერტიზის ბიურო განცხადებას ავრცელებს
22-07-2020, 14:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს.

 

 

ბიუროს განმარტებით, განცხადების გავრცელება უკავშირდება სხვადასხვა პირის მიერ დასკვნის გარკვეული დეტალების არაერთგვაროვნად ინტერპრეტირებას.

 

 

„გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დანიშნულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, ისევე როგორც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე, შეძრულნი ვართ გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აქტიურად განიხილება ამ მძიმე საქმის დეტალები, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზებთან დაკავშირებული საკითხები. ვრცელდება არაერთი ვერსია, რომელსაც, სამწუხაროდ, არაფერი საერთო აქვს სიმართლესთან. მოგეხსენებათ, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, როგორც წესი, არ აკეთებს კონკრეტულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებს. ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია დამნიშნავის (გამოძიების, პროცესის სხვა მონაწილის, მოქალაქეების) ინტერესების დაცვის მიზნით. საექსპერტო დასკვნა მისი დამკვეთის, ამ შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს ექსკლუზიური განკარგვის საგანია და მისი გადაცემა (შინაარსის განდობა) მესამე პირებზე ბიუროს მიერ არ ხდება, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, იგულისხმება, სასამართლოს შესაბამისი განჩინება.

 

 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჯარო გახდა საზოგადოებისთვის. ვინაიდან, ამ დასკვნის გარკვეული დეტალები, სხვადასხვა პირის მიერ, არაერთგვაროვნად იქნა ინტერპრეტირებული, რამაც საზოგადოებაში გააჩინა კითხვები, ბიურო განმარტავს: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებს.

 

 

კერძოდ, 2020 წლის 22 ივნისს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა, საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის გვამის დათვალიერებაში, მისი აღმოჩენის ადგილზე (საგამოძიებო მოქმედების დაწყების დრო 22.06.2020წ. 15:05 სთ). ექსპერტის მიერ ჩატარდა გვამის გარეგნული დათვალიერება, რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ექსპერტის მიერ შეფასებული იქნა სხეულზე არსებული სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ გამოხატული იყო სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში.

 

 

შემდგომ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა (გამოკვლევა დაიწყო 22.06.2020წ. 19:15სთ-ზე), რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ხელმეორედ იქნა შეფასებული გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული, სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილის სხეულის გარეგნული დათვალიერების დროს გამოვლენილი „გვამური გაშეშების“ ფაქტი, თითქოსდა წინააღმდეგობაში მოდიოდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგთან, რაც უკვე აღინიშნა, არ შეესაბამება სიმართლეს, საჭიროდ ჩავთვალეთ წარმოგიდგინოთ სასამართლო- სამედიცინო სახელმძღვანელოებში ამ საკითხთან დაკავშირებული განმარტებები:

 

 

„გვამური გაშეშების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველი დღე-ღამის ბოლოს ყველა ჯგუფის კუნთს მოიცავს. ასეთ მდგომარეობაში კუნთი იმყოფება საშუალოდ 1-2 დღე, რის შემდეგაც თანდათანობით იწყება გვამური გაშეშების მოხსნა ე.ი. კუნთების მოდუნება. გაშეშების მოხსნა ისე, როგორც მისი განვითარება, დიდად არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე. მაგალითად, ოთახის ტემპერატურის პირობებში, კუნთების მოდუნება ჩვეულებრივ ორი დღე-ღამის დასასრულს ან მესამე დღე-ღამის დასაწყისში ვითარდება. დაბალი ტემპერატურის დროს კი გაშეშება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაშია შენარჩუნებული“. (იხილეთ: თეიმურაზ გორდელაძე. ექიმი პათოლოგანატომი, სასამართლო ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი. სახელმძღვანელო – სასამართლო მედიცინა. თბილისი 2008წ.) ციტატა: „გაშეშება უმაღლეს დონეს 24 საათის განმავლობაში აღწევს, შემდეგ იწყება თანდათანობით კუნთების მოდუნება და გაშეშება იხსნება 2-3 დღის შემდეგ… გვამის გაშეშება მჭიდროდ არის დაკავშირებული მრავალ შინაგან და გარეგან ფაქტორთან. ცივ გარემოში გაშეშება გვიან ვითარდება და დიდხანს ძლებს, რამდენიმე დღეს და კვირასაც კი.

 

 

გვამში აუტოლიზური პროცესები და ლპობა სწრაფად იწვევს გაშეშების მოხსნას, რასაც ადგილი აქვს მაღალ ტემპერატურაზე გვამის ყოფნისას …“. (იხილეთ: ბესიკ კილასონია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი. სახელმძღვანელო – სასამართლო მედიცინა. თბილისი 2011).

 

 

რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რომლებიც აგრეთვე გახდა არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საგანი, დეტალურად არ შევეხებით, რადგან აღნიშნული მოიცავს დიდი ოდენობით სპეციფიურ განმარტებებს და მნიშვნელოვნად სცდება ერთი საჯარო განცხადების ფორმატს. თუმცა, ასევე, ძალიან მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს მოსაზრება ძვლების მოტეხილობის თაობაზე და მათ შორის ქალა-ფუძის მოტეხილობის საკითხი. შესაბამისად განვმარტავთ, რომ თვალბუდეების მიდამოში სისხლნაჟღენთების არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ქალას-ფუძის მოტეხილობას. ექსპერტიზის დროს, მოხდა თავის ქალას ძვლების უშუალოდ ვიზუალური, დეტალური დათვალიერება, რის საფუძველზეც კატეგორიულად დადგინდა ქალა-ფუძის მოტეხილობის არ არსებობა. რენტგენოლოგიური გამოკვლევა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიზუალურად ვერ ხერხდება უშუალოდ უბნის დათვალიერება. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დასაქმებულნი არიან უმაღლესი კვალიფიკაცის ექსპერტები, რომელთა კომპეტენცია და კეთილსინდისიერება ათეული წლებია აღიარებულია შესაბამის პროფესიულ წრეებში, მათ შორის, საზღვარგარეთ. დასასრულს, საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით, გაითვალისწინონ, რომ სასამართლო ექსპერტიზა არის მეცნიერების დარგი. საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და შესაბამის გამოცდილებას. ამდენად, გარწმუნებთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური პასუხები“, – წერია განცხადებაში.

 

კომენტარები: 7
#7   AAA
      
Hey! I just would like to give an enormous thumbs up for the nice information you have got right here on this post. I will probably be coming again to your blog for more soon. เว็บสล็อต
12 მარტი 2025 19:51
#6   AAA
      
After study several of the web sites on your own website now, and that i really like your technique of blogging. I bookmarked it to my bookmark web site list and you will be checking back soon. Pls consider my web site likewise and let me know what you consider. 먹튀폴리스
3 თებერვალი 2025 20:13
#5   AAA
      
I saw one more thing concerning this on another blog. Youve obviously spent a while with this. Done well! 카지노사이트추천
8 სექტემბერი 2024 11:52
#4   AAA
      
There is noticeably big money to know about this. I assume you made particular nice points in functions also. 카지노사이트추천
26 აგვისტო 2024 11:46
#3   AAA
      
A formidable share, I simply given this onto a colleague who was doing somewhat analysis on this. And he in reality bought me breakfast as a result of I found it for him.. smile. So let me reword that: Thnx for the treat! But yeah Thnkx for spending the time to discuss this, I really feel strongly about it and love reading more on this topic. If potential, as you grow to be expertise, would you thoughts updating your blog with more details? It’s highly helpful for me. Large thumb up for this weblog put up! 울산웨딩박람회
17 აგვისტო 2024 11:38
#2   bunny jack
      
I have just opened my own blog to convey this sort of thing from my own understanding. Goodluck on your website. I hope to link to your website if my content needs more support. 수원웨딩박람회
12 აგვისტო 2024 15:44
#1   AAA
      
Excellent blog here! Also your site a lot up fast! What web host are you the usage of? Can I get your affiliate link in your host? I wish my site loaded up as quickly as yours lol 서울웨딩박람회
11 აგვისტო 2024 10:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი