„მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ პროექტს „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილეები, მერიის და საკრებულოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების დირექტორები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ანალიტიკოსმა თეა სუთიაშვილმა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.
თვითმმართველობის ორგანოებისა და სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დასრულდა მოკვლევის ეტაპი. მოძიებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე შემუშავდა ელექტრონული სისტემის მოდულები, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების პროცესების ოპტიმიზაციას.
23 ივლისიდან იწყება პროგრამის დანერგვის ეტაპი, რომელიც მოიცავს ელექტრონული სისტემის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.
აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს მუნიციპალიტეტისგან ერთი ფანჯრის პრინციპით, მოკლე დროში, ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.