საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა არაორდინარულ ვითარებაში გადაწყდა, თუმცა, მისთვის, როგორც კარიერული დიპლომატისთვის, მნიშვნელოვანია პროფესიული გამოცდილების რეალიზება შეძლოს. "მთავარი მომავალია, დანარჩენს კი ამ ეტაპზე გვერდზე გადავდებ", განაცხადა ბერუჩაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.
"გუნდურობის თემაზე საუბარი სპეკულაციამდე მიგვიყვანს. მინდა, საქმიანობა ქართულ დიპლომატიაში გავაგრძელო. არ არის გამორიცხული, კარიერა ელჩის სტატუსით გავაგრძელო. საერთაშორისო პრაქტიკაა, როდესაც მინისტრები საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში ამ ხაზით აგრძელებენ. კვირიკაშვილის მოადგილედ დარჩენა კი არასერიოზული იქნებოდა, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრობის შემდეგ მოადგილედ გადანაცვლება, მინიმუმ, საერთაშორისო პრაქტიკაში არ ჯდება", აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა და დაამატა, რომ გუნდი მისი მუშაობით უკმაყოფილო არ ყოფილა.
"ყოველ შემთხვევაში, ამაზე ჩემთვის არაფერი უთქვამს. ბევრი საინტერესო ინიციატივა გვქონდა და შედეგებსაც მივაღწიეთ... გარკვეული კითხვის ნიშნები მეც მაქვს, მაგრამ ფაქტია, ჯგუფში პოლიტიკური გადაადგილება მოხდა - ჩემი შეცვლა სწორედ პოლიტიკური გადაადგილებების შედეგი იყო. რასაკვირველია, შეიძლებოდა ყველაფერი უფრო ნათლად მომხდარიყო. მე პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ..."- განაცხადა ბერუჩაშვილმა და შეკითხვაზე, რომელ ქვეყანაში აპირებთ ელჩობას?- უპასუხა:
"ვენაში მივფრინავ და ალბათ, ჩემი დაბრუნების შემდეგ გადაწყდება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.