„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის, მიმდებარე ფერდობებისა და გამწვანებული ტერიტორიების დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო.
კომპანიის თანამშრომლები ზღვის მიმდებარე ტერიტორიას საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმენდენ.
დასუფთავების აქციაში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 80 თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც. აქცია ერთი კვირის განმავლობაში, ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე გაგრძელდება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ და ის ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოათავსონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.