გიორგი გახარია: „საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას“
24-07-2020, 12:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სენატში თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცებისა და სენატორ ჯიმ რიშის ინიციატივის ჩავარდნის შესახებ საუბრისას.

 

 

საქმე ეხება აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის მიერ ინიცირებულ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებებზე, რომლის თანახმად, „საარჩევნო რეფორმაზე მომზადებული შეთანხმების მხარდაჭერისთვის, ოპოზიციური პარტიები წინაპირობად აყენებდნენ პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლებას. სენატი ფიქრობს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებული არ არის“.

 

 

„აქ ასეთ სფეროებზეა საუბარი – თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, განათლება. რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს, აშშ-ს, ეს იქნება კონგრესმენი, თუ სენატორი შეიძლება, გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს.  მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს, აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის უფლება. დროთა განმავლობაში ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება. ცუდია ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ, რადგან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველო-ამერიკას შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე უფრო მაღლა დგას. დარწმნუნებული ვარ, ასეთი პროცესები გაგრძელდება, მაგრამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი პასუხი ექნება, როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.

 

 

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მოხარულია, როდესაც მისი სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნის დემოკრატიზაციას აფასებენ.

 

 

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება. ეს ჩვენს ინტერესშია. რა კითხვის ნიშნებიც არსებობს, ამასთანაც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, რადგან საქართველოში გამოხატვის თავისუფლებიდან, მედიაპლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი დაემუქრება მარტივი მიზეზის გამო – ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების, სამართლიანობის ფასი კარგად შეიგრძნო და ამას უკან ვერავინ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასებები იქნება საქართველოს პარტნიორების მხრიდან, ჩვენ მოხარულები ვართ“, – განაცხადა პრემიერმა.

 

 

აშშ-ის სენატმა 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა, სადაც კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოსადმი მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას, დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი