მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია ეკონომიკის ექსპერტებთან განიხილა
24-07-2020, 14:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ უამრავ გამოწვევასთან ერთად, საქართველოსთვის ეკონომიკური და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით სხვადასხვა შესაძლებლობა იქმნება, - ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა და სააგენტოს -  „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ეკონომიკის ექსპერტებთან განიხილეს. 



შეხვედრისას იმსჯელეს იმ სექტორებზე, რომლებსაც საქართველოში ინვესტიცირების კუთხით, მეტი უპირატესობა აქვს. 

 


საუბარი შეეხო იმ მსხვილ უცხოურ კომპანიებთან კომუნიკაციას,  რომლებიც, შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდნენ. აღინიშნა, რომ მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და  იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის  ეკონომიკა სთავაზობს.

 


მსჯელობისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ის სტრატეგია და  ღონისძიებები, რომელსაც   ქვეყანა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით განახორციელებს, შესაბამისად, ამ პროცესში ანალიტიკოსებისა და ექსპერტების რეკომენდაციებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

 


შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლო სტიმულებზე, რაც შეიძლება საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო პოლიტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით განახორციელოს. ამ საკითხზე ეკონომისტებმა და ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარადგინეს მოსაზრებები, რომელთა დიდი ნაწილი საბოლოო სტრატეგიაში აისახება.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი