ვაკის რაიონის გამგეობამ, სხვადასხვა უბანში გამწვანებული სივრცეების მოწყობა-განახლება 14 მისამართზე განახორციელა. ექვსი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი, პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტების განხორციელება ადგილობრივების თხოვნების საფუძველზე და მათი უშუალო ჩართულობით მოხდა.
სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა მისამართზე მოეწყო დასასვენებელი ზონები ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის, საბავშვო-გასართობი მოედნები კომპლექსური ატრაქციონებით, გადახურული პავილიონები. სკვერებში დამონტაჟდა განსხვავებული ტიპის სკამები და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები. დაირგო სხვადასხვა მცენარე და ბალახი.
დასრულებული დასასვენებელი სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე გამგეობის ბიუჯეტიდან 572 300 ლარი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.