გიორგი მარგველაშვილი: კეთილმეზობლური საქართველო უფრო საინტერესოა რუსეთისთვის, ვიდრე ქვეყანა, რომლის ტერიტორიებსაც დაიპყრობ
28-09-2015, 01:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთთან საუბარს გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამისთვის დროის მომწიფებაა საჭირო. როგორც მარგველაშვილმა აშშ-ში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა, ძლიერი და კეთილმეზობლური საქართველო უფრო საინტერესოა რუსეთისთვის, ვიდრე ქვეყანა, რომლის ტერიტორიებსაც დაიპყრობ.


"რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, არამედ აბსოლუტური აუცილებლობაა. თუმცა, ამ საუბრისთვის უნდა მომწიფდეს დრო და თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტურებული, სადაც საერთოს დავინახავთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.


მისივე თქმით, საქართველოს 20%-ის ოკუპირება არც ერთ რუსულ პრობლემას არ წყვეტს.


"არც ერთი ეს ომი არაფრის მომტანია რუსეთისთვის. ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე ქვეყნებს შორის ომი ტერიტორიებთან დაკავშირებით და ასეთი არაერთი ომი ახსოვს ისტორიას. საქართველოს 20%-ის ოკუპირება არც ერთ რუსულ პრობლემას არ წყვეტს. რუსეთის სახელმწიფოს პრობლემების ნუსხას თუ ჩამოვწერთ, ბოლოშიც კი გაგვიჭირდება მივაწეროთ, რომ რუსეთს ტერიტორიები აკლია. რუსული ინტერესი საქართველოს ოკუპაციაში რაშია, ძნელი დასანახია. ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული, კეთილმეზობლური საქართველო უფრო საინტერესოა რუსეთისთვის, ვიდრე ქვეყანა, რომლის ტერიტორიებსაც დაიპყრობ, სადაც იქნება არაკონტროლირებადი ტერიტორიები, ირევა სიტუაცია მის საზღვრებთან და ა.შ. ანუ, არანაირი ლოგიკური ინტერესი არ არის საქართველოსთან დაპირისპირების. ამ ჭეშმარიტებამდე დროა საჭირო, რომ მივიდნენ. თუ ჩვენ შევძლებთ და რუსეთთან დიალოგს გადავიტანთ რაციონალურ ჭრილში, მჯერა, რომ მივალთ საერთო ნიშნულებამდე. არა მარტო საქართველოს ინტერესებიდან, არა მარტო ისტორიული სამართლიანობიდან გამომდინარე, არამედ რუსული ინტერესებიდან გამომდინარეც, რატომ უნდა იყოს შენი მეზობელი სუსტი, არეული, პრობლემური და შენთან დაპირისპირებული", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი