„რესპუბლიკური კლინიკის“ დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ ეტაპზე, მათ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა არცერთს აქვს.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი იმყოფება, რომელთა მდგომარეობაც ძირითადად დამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებით მძიმე პაციენტი არ გვყავს. მათი გეგმიურად მკურნალობა მიმდინარეობს. ჯერჯერობით თავს ვართმევთ არ გვყავს სარეანიმაციო პაციენტები, რაც ძალიან კარგია. ბოლო სამი დღის განმავლობაში დაახლოებით შვიდი თუ რვა პაციენტი დაგვემატა. გუშინაც დაგვემატა ერთი პაციენტი თბილისიდან. გაჩიანის კლასტერიდან ჩვენთან ექვსი პირია“, – განაცხადა გოფოძემ.
ექიმის ინფორმაციით, ხვალ „კოვიდინფიცირებული“ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.