საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის განხორციელება დაიწყო. დღეს ორხევის საავტომობილო ბაზაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის ახალი ავტომობილების გადაცემის პირველი ეტაპი განხორციელდა. ქართველი სამხედროები Toyota Hilux ტიპის პიკაპითა და Toyota Land Cruiser ტიპის ყველგანმავალი ახალი სატრანსპორტო საშუალებებით ისარგებლებენ.
ორხევის საავტომობილო ბაზაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი საავტომობილო ტექნიკის მიწოდება თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის პოზიციებში გამარჯვებულ მომწოდებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ხორციელდება, მათ შორისაა მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიები - გერმანული „MAN“, იტალიური „IVECO“ და ამერიკული „FORD“. პროექტი ჯარის სპეცტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა. აღსანიშნავია, რომ სპეც-ტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.