#დაინახეყველაფერი კამპანიის ფარგლებში, სეტის მოედანზე საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. როგორც მესტიის მერიაში აცხადებენ, კამპანია ეხმარება შშმ ადამიანებს მათი უნარების გამოვლენაში და უპირისპირდება საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა თუ სტერეოტიპებს.
მესტიის მერიის ცნობით, საზოგადოებაში და მომავალ თაობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოეწყო საინტერესო ინსტალაცია თამაშები. ვიქტორინასა და ბლიც ორთაბრძოლებში პატარებმა ადგილობრივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
ანიმატორებმა მოაწყვეს მხიარული მარში, ასევე მოხატეს ფერადი სტენსილები. მონაწილეებმა სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. ღონისძიებას უძღვებოდა მსახიობი ნატა მურვანიძე.
მესტიის დღის ცენტრის ბენეფიციარებმა სპეციალურად ამ დღისთვის მოაწყვეს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და წარმოადგინეს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მონაწილეობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.