საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერის კახა კალაძისა და "გაზპრომის" წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრისა და მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"არ მაქვს დღეს დილით აღნიშნულზე ინფორმაცია. საღამოს ალბათ კიდევ გვექნება შეხვედრის შესაძლებლობა და მხოლოდ დაზუსტებული ინფორმაციის მიღების შემდეგ შემიძლია, რამე მოგაწოდოთ", - განუცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძისა და "გაზპრომის" პრეზიდენტის, ალექსეი მილერის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია "გაზპრომის" ოფიციალურ ვებგვერდზე 25 სექტემბერს გამოქვეყნდა.
რუსული კომპანიის ცნობით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"საუბარი იყო საქართველოში რუსული გაზის მიწოდებასა და გაზის ტრანზიტზე მესამე ქვეყნებში", - იტყობინება "გაზპრომი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.