გვაქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ აღკვეთის ღონისძიებები, რომელიც შეფარდებული აქვთ ბრალდებულებს, დარჩება ძალაში,- აცხადებს გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.
მისივე თქმით, გურამ ამირხანაშვილისა და ვახტანგ ახვლედიანის ჩვენებები მომხდარის შესახებ მნიშვნელოვან გარემოებებს ააშკარავებს.
„ახვლედიანის ჩვენება მთლიანად თანხვედრაშია ამირხანაშვილის ჩვენებასთან. ამ ორი ჩვენებით ნათლად ჩანს, რომ „ტოიოტა ქემრის“ მგზავრებიდან, ვინც დაედევნენ გიორგის, სამი მათგანი გამოეკიდა ბავშვებს ხიდის მიმართულებით, ორი კი - საპირისპირო მიმართულებით ჩავიდა, საიდანაც გზა იმავე ხიდის სვეტებთან ამოდის. შესაბამისად, გიორგის სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი გარდა იმისა, რომ ფერდობის მიმართულებით გაქცეულიყო, რომელიც არაგვის სანაპიროზე ჩადის“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.