საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან და „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ ადგილობრივ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებს შეეხო.
ეკატერინე დგებუაძემ მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების პირობებში, სკოლებმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე დანერგეს, დაძლიეს გამოწვევები და ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.