საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ბაზრებსა და ბაზრობებზე ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება
27-07-2020, 13:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ბაზრებსა და ბაზრობებზე ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

 

 

ამასთან, გრძელდება ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პროცესი. გახსნის ნებართვის მოპოვების მიზნით რეგისტრირებული 118 აუზიდან, შემოწმება გაიარა 106-მა, ხოლო გახსნის ნებართვა 66-მა მიიღო. რაც შეეხება ფიტნესს, რეგისტრირებული 275 ობიექტიდან შემოწმდა - 263, თანხმობა გაცემულია 144-ის მიმართ. სასტუმროების შემთხვევაში კი, მუშაობის განახლების ნებართვა 1322 განთავსების ობიექტზე გაიცა.

 

 

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გამოჯანმრთელდა მხოლოდ 2 პაციენტი.

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებით, ბოლო პერიოდში ფიქსირდება დინამიკა, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულებისას აღემატება; გარდა ამისა, ქვეყანაში აღინიშნება შემთხვევების ზრდა, კერძოდ, 20-დან 26 ივლისის ჩათვლით, ქვეყანაში საერთო ჯამში, კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საბჭო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, ზედმიწევნით შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

 

 

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1137 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 922 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 16 ადამიანი.

 

 

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6459 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 353 პირი.

 

 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი