გიორგი მღებრიშვილი: არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა
28-09-2015, 03:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელთა მიმართ დანაშაულისა და სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას ამკაცრებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, მინისტრის თქმით, სამინისტრო რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის პოლიციელთა მომზადების დონესა და ეფექტურობას.


ამავე ინტერვიუში შს მინისტრმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, მას არ აქვს საფუძველი, რომ კრიმინალის მატებაზე ისაუბროს.


„არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. ეს ნათლად ჩანს იმ სტატისტიკური მონაცემებით, რომელსაც ქვეყნის ყველა საგამოძიებო უწყება დამოუკიდებლად, ერთიან სისტემაში არეგისტრირებს და რომლის მანიპულირებაც შეუძლებელია. დანაშაული არსებობდა ყოველთვის და არსებობს დღესაც. პოლიცია არსებობს იმისთვის, რომ დანაშაულს ებრძოლოს.


უკანასკნელ პერიოდში შემთხვევათა დიდი ნაწილი ცხელ კვალზე იხსნება. ეს ნიშმავს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ოპერატიულად და პროფესიონალურად მუშაობენ. არის მიმართულებები კრიმინალისტიკაში, სადაც რეალურად მართლაც არის ზრდის ტენდენცია. ასეთია, მაგალითად, კიბერდანაშაული – თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მთელ მსოფლიოში იმატა კიბერდანაშაულის შემთხვევებმა. გამონაკლისი არც საქართველოა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომებიც ვითარდება და ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკანასკნელ ხანს მართლაც საგულისხმო პროგრესს მივაღწიეთ.


პოლიციელები მტკიცედ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და სწორედ ამიტომ დღეს საქართველოში არსებული უსაფრთხოების დონე ბევრ ევროპულ ქვეყანას შეგვიძლია შევადაროთ.


როცა კრიმინალს ებრძვი, რისკი ყოველთვის არსებობს. დანაშაულთან ბრძოლას მსოფლიოში ყოველდღიურად არაერთი პროფესიონალი პოლიციელის სიცოცხლე ეწირება. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება პოლიციელებისადმი, ადამიანებისადმი, რომლებიც მზად არიან, საკუთარი სიცოცხლე და უსაფრთხოება სხვა ადამიანების, მთელი საზოგადოების სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის გაწირონ“, -განაცხადა მღებრიშვილმა. გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, მინისტრის თქმით, სამინისტრო რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის პოლიციელთა მომზადების დონესა და ეფექტურობას.


ამავე ინტერვიუში შს მინისტრმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, მას არ აქვს საფუძველი, რომ კრიმინალის მატებაზე ისაუბროს.


„არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. ეს ნათლად ჩანს იმ სტატისტიკური მონაცემებით, რომელსაც ქვეყნის ყველა საგამოძიებო უწყება დამოუკიდებლად, ერთიან სისტემაში არეგისტრირებს და რომლის მანიპულირებაც შეუძლებელია. დანაშაული არსებობდა ყოველთვის და არსებობს დღესაც. პოლიცია არსებობს იმისთვის, რომ დანაშაულს ებრძოლოს.


უკანასკნელ პერიოდში შემთხვევათა დიდი ნაწილი ცხელ კვალზე იხსნება. ეს ნიშმავს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ოპერატიულად და პროფესიონალურად მუშაობენ. არის მიმართულებები კრიმინალისტიკაში, სადაც რეალურად მართლაც არის ზრდის ტენდენცია. ასეთია, მაგალითად, კიბერდანაშაული – თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მთელ მსოფლიოში იმატა კიბერდანაშაულის შემთხვევებმა. გამონაკლისი არც საქართველოა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომებიც ვითარდება და ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკანასკნელ ხანს მართლაც საგულისხმო პროგრესს მივაღწიეთ.


პოლიციელები მტკიცედ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და სწორედ ამიტომ დღეს საქართველოში არსებული უსაფრთხოების დონე ბევრ ევროპულ ქვეყანას შეგვიძლია შევადაროთ.


როცა კრიმინალს ებრძვი, რისკი ყოველთვის არსებობს. დანაშაულთან ბრძოლას მსოფლიოში ყოველდღიურად არაერთი პროფესიონალი პოლიციელის სიცოცხლე ეწირება. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება პოლიციელებისადმი, ადამიანებისადმი, რომლებიც მზად არიან, საკუთარი სიცოცხლე და უსაფრთხოება სხვა ადამიანების, მთელი საზოგადოების სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის გაწირონ“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი