„ვინ იქნება „ბეიკერი“ 2?! – „ხალხი, რომელიც ყუთში საარჩევნო ბიულეტენებს ყრის, ვერაფერს წყვეტს, ყველაფერს წყვეტს ის, ვინც ამ ბიულეტენებს ითვლის". - იოსებ სტალინი
27-07-2020, 15:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2003 წელს, როცა საქართველოში პოლიტიკური ძალები ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესზე ვერ თანხმდებოდნენ, "საქმეში ჩაერთო" ცნობილი ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი.

 

 

2003 წლის ივლისში ბეიკერი თბილისში ჩამოვიდა, შევარდნაძეს შეხვდა და შესთავაზა თავისი ფორმულა - 5+9+1. ბეიკერის ფორმულის მიხედვით, ცესკო-ში ხუთი წევრი ხელისუფლებას უნდა დაენიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციას 9 მანდატი ერთამეთში უნდა გაეყო, ხოლო ერთი წევრი – ნეიტრალური, ეუთო-ს მიერ შერჩეული უნდა ყოფილიყო. - "მთავარია საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარდეს იმისათვის, რომ საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემას ალტერნატივა არ ჰქონდეს", - განაცხადა ბეიკერმა. თავდაპირველად, შევარდნაძის ხელისუფლება და პოლიტიკური ოპოზიცია ჯიმი ბეიკერის შეთავაზებულ მოდელს დადებითად შეხვდნენ, თუმცა, საბოლოოდ საარჩევნო კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების ასახვა "არ და ვერ მოხდა"...

 


P.S. დღესაც, საქართველოში პოლიტიკური მოვლენები ისე ვითარდება, რომ "გარედან რჩევის გარეშე" - შეიძლება რაიმე სისულელე ჩაიდინოს გაჯიუტებულმა ხელისუფლებამ და რევანშის სურვილით შეპყრობილმა ოპოზიციამ, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას დააზიანებს, თორემ კისერი უტეხია ორივეს! ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, ძალიან მნიშვნელოვანი და "საინტერესოცაა" თუ ვინ იქნება "ბეიკერი 2", რომელიც წინამორბედისგან განსხვავებით, მკაცრად მოსთხოვს ყველას და პრინციპულად დაიცავს იმ საბოლოო საარჩენო შედეგებს, რომელიც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების შედეგად დადგება საქართველოში 31 ოქტომბერს, - 1 ნოემბერს გამთენიისას!

 

 

პოლიტოლოგი

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი