საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მედიასაშუალებებს თხოვნით მიმართავს, ნუ შეუწყობენ ხელს გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
როგორც ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე დღეა, გაურკვეველი საიტებით, ვრცელდება სამი წლის წინანდელი განცხადება ტარიფების კლებასთან დაკავშირებით, რომელიც ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა 2012 წელს.
"მოვუწოდებთ ყველას არქივიდან ამოღებული ინფორმაციები გავრცელდეს სათანადო ფორმით - მითითებული იყოს რიცხვი და განახლების (ციტირების) საბაბი. აგრეთვე, კიდევ ერთხელ, შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედიასაშუალებასთან თანამშრომლობისათვის და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ან გადამოწმება შესაძლებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში", - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.