აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და განიხილა აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია „კოვიდ-19“-ის პანდემიის საპასუხოდ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას ოქტომბერში და აღნიშნა, რომ თანაბარი პირობები არის დემოკრატიული არჩევნების შემადგენელი ნაწილი. ის მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ამკვიდრებს და ხაზი გაუსვა მიღებული საარჩევნო რეფორმის ზედმიწევნით იმპლემენტაციის აუცილებლობას.
სახელმწიფო მდივანი გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს ძალისხმევა საქართველოს სასამართლო სისტემის განსამტკიცებლად, როგორც გადამწყვეტი ნაბიჯი უცხოური ინევსტიციების მოსაზიდად და გაფრთხილება გააკეთა საქართველოში სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზების წინააღმდეგ.
სახელმწიფო მდივანმა პომპეომ კვლავ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და დაეთანხმა პრემიერ-მინისტრ გახარიას იმაში, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.