საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული რვა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთის – გაჩიანი, ამასთან, კიდევ ერთი ინფიცირებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
„ახალი დადასტურებული შემთხვევების განაწილება ასეთია: ერთის წყაროს წარმოადგენს ლილოს ბაზრობა; კიდევ ერთის წყარო არის გაჩიანი; ერთი დადასტურებულის წყარო გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი; ოთხი არის იმპორტირებული შემთხვევა და აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია; ერთი არის სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება თბილისის ინფექციურ კლინიკას, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 41 კოვიდინფიცრებული მკურნალობს.
„გვყავდა ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა გუშინ გაუმჯობესებული იყო და დღეს ისინი განიხილებიან, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები“, – განაცხადა მედიასთან ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთი პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.