თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, კობა კობალაძესთან თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის განსახილველ თემებს აქტიური რეზერვის სამობილიზაციო სისტემის კიდევ უფრო ეფექტურად ამოქმედების მექანიზმები, რეგიონული თავდაცვის პრინციპები, ვეტერანთა მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის პროგრამები და სოციალური პაკეტები.
„დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა სამოქმედო ამოცანები განვსაზღვრეთ. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და ერთმანეთთან პოზიციები გავცვალეთ. ასევე ვისაუბრეთ შემდეგ სამუშაო შეხვედრის განსახილველ თემებზე და კონკრეტული ღონისძიებების გატარება დავგეგმეთ“, - განაცხადა კობა კობალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 4 აგვისტოს გაიმართება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.