ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის დროს დაჭრილი სერჟანტი პაატა როსტობაია გერმანიაში, ლანთშთულის ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მოინახულეს.
თავდაცვის სამინისტრო მისიის დროს დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს.
"სამხედრო ჰოსპიტალში ოპტიმისტური სურათი ვნახეთ. როსტობაია კარგად არის უკვე. გვითხრეს, რომ მალე გამოჯანმრთელდება და შემდეგ რეაბილიტაციის ფაზაზე გადავა. ვგეგმავთ, მისი ოჯახის წევრები ჩამოვიყვანოთ გერმანიაში. მიეცეთ შესაძლებლობა, თავად ნახონ და დარწმუნდნენ, რომ კარგად არის. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი გავუწევთ ყველა ტიპის დახმარებას, რაც მას სჭირდება სრული რეაბილიტაციისა და საბრძოლო ფორმაში ჩადგომისთვის",- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს დაჭრილი სახმედროს დროულად განკურნებისთვის.
"ჭრილობა არ იყო მარტივი, მაგრამ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს და დაჭრილი ახლა საკმაოდ კარგად არის. როგორც ექიმები გვპირდებიან, კურსი მიდის გეგმის შესაბამისად და მებრძოლი საღ-სალამათი დაგვიბრუნდება. მინდა დავარწმუნო მისი ოჯახის წევრები, რომ ჩვენი თანამებრძოლი ძალიან კარგ პირობებშია. ეს არ არის ამ ჰოსპიტალში პირველი ქართველი დაჭრილი, მანამდეც ყველა წარმატებით განიკურნა",- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ლანდშტულის სამხედრო ჰოსპიტალის მეთაურის, პოლკოვნიკი ჯეიმს ლატერზას განცხადებით, სერჟანტი პაატა როსტობაია მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის, მომავალ კვირას კი მისი პალატაში გადაყვანა იგეგმება.
ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი კი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.