ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით განხორციელდება სახურავის სრული რეაბილიტაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის აშენდება პანდუსი და მოეწყობა სველი წერტილები. სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. პროექტის ღირებულება 105 000 ლარამდეა.
პარალელურად, ქვემო ქვალონში შენდება ერთი სკოლა, ხოლო ორ სკოლაში მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობა.
წელს ასევე დაგეგმილია ხობის 7 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.