ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით უპრეცედენტო ვითარებაა შექმნილი
28-09-2015, 04:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სომხურ-აზერბაიჯანულ საკონტაქტო ხაზზე მორიგმა დაძაბულობამ ყარაბაღის კონძლიქტთან დაკავშირბით ახალი ვითარება შექმნა- სომხეთის პრეზიდენტი ყარაბაღს სომხეთის განუყოფელ ნაწილად აცხადებს, ხოლო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საკონტაქტო ხაზზე ინციდენტების გამოძიების მექანიზმების შექმნაზე ბაქოს შესაძლო შეთანხმებაზე ლაპარაკობს.


ბოლო დღეებში სომხურ-აზერბაიჯანულ საკონტაქტო ხაზზე სისხლიანი შეტაკებების შედეგად 4 სომეხი ჯარისკაცი და 3 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ხოლო აზერბაიჯანი თავისი ერთი ჯარისკაცისა და ერთი მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვის შესახებ იუწყება. ეს შეტაკებები მიმდინარეობდა ორივე მხარის თავდაცვის უწყებების მკაცრი და მუქარით სავსე ოფიციალური განცხადებებისა და ნიუ იორკში საგარეო საქმეთა მინისტებისა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოლაპარაკების პარალელურად.


საზღვარზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით უპრეცედენტო განცხადება გააკეთა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა. მან თქვა, რომ სომხეთი, რომლის განუყოფელი ნაწილია ყარაბაღი, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებებს განახორციელებს. მისი თქმით, აზერბაიჯანმა, იმით წახალისებულმა, რომ საერთაშორისო მოთამაშეები ტოლობის ნიშანს დებენ კონფლიქტის მხარეების მოქმედებებს შორის, კიდევ ერთხელ თავხედურად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მის მიერვე დაკისრებული ვალდებულებები. ასეთ შემთხვევაში, სომხეთი თვითონ თანმიმდევრულად გამოავლენს, გამოედევნება მსგავსი დანაშაულებების თითოეულ ჩამდენს – ბრძანების შემსრულებელი რიგითი ჯარისკაციდან დაწყებული, მსგავსი ბრძანების გამცემი სარდლობით დამთავრებული.


ეს განცხადება ახალ ვითარებას ქმნის ყარაბაღის საკითხის მოლაპარაკების პროცესში. თუკი დღემდე სომხეთი დე-ფაქტო იყო კონფლიქტის მხარე, დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე ოფიციალურად კონფლიქტის მხარე ხდება.


როგროც ექსპერტები აღნიშნავენ, დღემდე სომხეთი ერიდებოდა განცხადებას, რომ ის კონფლიქტის მხარეა. მეტიც, სომხეთი ამ დრომდე არ აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას და ყოველთვის ამბობდა, რომ პირველი ქვეყანა, რომელიც აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას, სომხეთი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი იძულებული იქნება, შეაჩეროს მონაწილეობა მოლაპარაკების პროცესში. ამავდროულად, სომხეთი თავს, ე.წ. “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის” ხალხის უსაფრთხოების გარანტად წარმოადგენდა და ყარაბაღის ბიუჯეტს სახელმწიფოთაშორისო კრედიტს აძლევდა.


არ დაგვიანდა ასევე აზერბაიჯანის საგარეო უწყების საპასუხო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სერჟ სარგსიანის განცხადება არის იმის დასაბუთება, რომ სომხეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომლის მიზანია აზერბაიჯანის მიწების ანექსია.


საკონტაქტო ხაზზე დაძაბულობის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებით გამოვიდნენ ეუთო-ს მინსკის თანათავმჯდომარეებიც, რომელთაც მოუწოდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, მიიღონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტების ეუთო-ს მიერ გამოძიების მექანიზმები.


“ასეთი მექანიზმის გარეშე მხარეები, სომხურ-აზერბაიჯანულ საზღვარზე და საკონტაქტო ხაზზე სისხლიანი თავდასხმების წამოწყებაში ერთმანეთის დადანაშაულებას განაგრძობენ. სომხეთი შეთანხმდა, განიხილოს ამ მექანიზმის დეტალები და ჩვენ მოვუწოდეთ აზერბაიჯანსაც, ანალოგიურად მოიქცეს”- ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში, რომელიც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო სახმეთა მინისტრებთან მათ შეხვედრას მოჰყვა.


“ბაქოს შეუძლია, განიხილოს საკონტაქტო ხაზზე ინციდენტების გამოძიების მექანიზმების შექმნის საკითხი, თუკი ის არ გაამართლებს აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციას და არ მოემსახურება ახლანდელი სტატუს-ქვოს შენარჩუნებას”- განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, რომლის კომენტარსაც აზერბაიჯანული საინფორმაციო საიტი contact.az-ი ავრცელებს.


ეს არის უპრეცედენტო განცხადება, რადგან აქამდე აზერბაიჯანი მსგავსი მექანიზმების შექმნაზე და საკონტაქტო ხაზიდან სნაიპერების დაშორებაზე უარს ამბობდა. მეტიც, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ბოლო განცხადებაში მკაფიოდ აღიარებულია, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცებისათვის გაცემულია ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მათ ყველანაირი ნებართვის გარეშე, მოძრაობაში მყოფი ნებისმიერი სამხედრო ობიექტი უნდა მოსპონ.

 

 

tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი