საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა დარგობრივი უნარების ორგანიზაცია აგრო დუოს და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, აგრარულ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, ამ მიმართულებით პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე იმსჯელა.
თამარ ქიტიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია:
„დიდი ხანია ყველა თანხმდება იმაზე, რომ პროფესიულ განათლებაში დარგებს უდიდესი როლი ენიჭება. ყველა დარგს თავისი საჭიროება და განვითარების პერსპექტივა აქვს და სწორედ ამ პერსპექტივისა და ხედვის სახელმწიფო პოლიტიკასთან თანხვედრაა პროფესიული განათლების წარმატების წინაპირობა. ამის გარეშე შეუძლებელია საუბარი იმაზე, რა სჭირდება კერძო სექტორს ადამიანური კაპიტალის ჭრილში.
პროფესიულ განათლებაში სწორედ „აგრო დუო“ წარმოადგენს პირველი დარგობრივი უნარების გაერთიანებას, რომელიც პროფესიული განათლების მიმართულებაზეა ორიენტირებული. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისთვის, რომ მომავალში სახელმწიფომ რაც შეიძლება მეტი ფუნქციის დელეგირება მოახერხოს კერძო სექტორზე, რომელსაც, თავის მხრივ, კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ კომპეტენციების განახლების გარეშე ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია.
დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ერთობლივი თანამშრომლობის შედეგი იქნება მეტი და მეტი ახალგაზრდისთვის კვალიფიკაციის ამაღლება, მათი დასაქმება, ზრდასრული ადამიანის პროდუქტიულობის მეტად გაზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ა.შ., რაც სწორედ საერთო ინტერესებს აერთიანებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით პანელური დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი ასევე შეეხო პროფესიული განათლების პოლიტიკას, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს საგანმანათლებლო სისტემასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობა, ვინ უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება და გააძლიეროს ადამიანური რესურსი სოფლის მეურნეობაში.
აგრარულ სექტორში პროფესიულ განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას დარგობრივი უნარების ორგანიზაცია აგრო დუო 2019 წლიდან ახორციელებს. ორგანიზაციის მიზანია ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელშეწყობით სოფლის მეურნეობაში ადამიანური რესურსის გაძლიერება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.