გიორგი ვაშაძე: „მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ მინისტრობის კანდიდატი“
30-07-2020, 13:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემი არჩევის შემთხვევაში ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს, – განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე.

 

 

„მე მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში თქვენთან ერთად, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მიზანი ძალიან მარტივია, ჩვენ არ უნდა გვყავდეს არც ერთი მშიერი ბავშვი ქვეყანაში და არავის უნდა უწევდეს სარჩოს ძებნა ნაგავსაყრელზე. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს. დღეს ქვეყანას სჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუშაობს 24 საათი არასდროს იღლება, აქვს ენერგია, უხსნის გზას პროფესიონალებს  და არის თანამედროვე განვითარების ავანგარდში. მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა და მადლობა აქ შეკრებისთვის, მადლობა მათ, ვინც ინტერნეტით გვიყურებს. მადლობა მხარდაჭერისთვის და იცოდეთ, არასდროს გაგიმტყუნებთ იმედს, რომელსაც ახლა ჩვენ თქვენს გულებში ვსახავთ. ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში და ვარ იმ დიდი ისტორიის, კულტურის მოზიარე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

 

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“, არის პროექტი, რომელიც ემიგრანტებს საქართველოში დააბრუნებს.

 

 

„გთავაზობთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხუთ მთავარ დაპირებას, რომლის განხორციელებას დავიწყებთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე: დაპირება ნომერი 1 – ოთხ წელიწადში შეიქმნება 300 ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, დეტალურად გაწერილი გეგმით. საქართველოში ოთხ წელიწადში ტურისტების რაოდენობას გავზრდით 22 მილიონამდე; დაპირება ნომერი 2 – 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება. საქართველოში ბიზნესი მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს; დაპირება ნომერი 3 – ყველა პენსიონერს 2020 წლის დეკემბერში უსამართლოდ მაღალი 36-დან 40 პროცენტამდე სესხის პროცენტი ჩამოეწერება სრულად; დაპირება ნომერი 4 – 2021 წლიდან საქართველში წამლები გაიაფდება მინიმუმ 30 პროცენტით; დაპირება ნომერი 5 – 2021 წლის პირველი იანვრიდან ყველა ბიზნეს, რომლის ბრუნვაც არის ერთ მილიონ ლარზე ნაკლები, გავათავისუფლებთ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი