ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.
30-07-2020, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

 

 

მინისტრის განცხადებით, სამეგრელოს რეგიონში დევნილების საცხოვრებელი ყველა ნგრევადი შენობა, რომელსაც ექსპეტიზის დასკვნის თანახმად  მინიჭებული აქვს მეოთხე ან მესამე  კატეგორია დაიხურება.

 

 

„ჩვენ  ახლა ვიმყოფებით იმ ადგილას, სადაც  1000-მდე დევნილი ოჯახი სულ მალე ახალ ცხოვრებას დაიწყებს.  მასშტაბურმა მშენებლობამ შესაძლებლობა მოგვცა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიგვეღო - ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე - მესამე და მეოთხე კატეგორიის  ნგრევადი ყველა შენობა დაიხურება და პირველად, მრავალწლიანი დევნილობის შემდეგ,  გაუსაძლის პირობებში არც ერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს. მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც  დევნილებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლებს აშენებს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ახორციელებს.  ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა დევნილს, დაბრუნებამდე, ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 3 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა და ნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს მომავალში გადაეცემა. დამატებით 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადააადგილებული ოჯახები მიიღებენ.

 

 

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი