გიორგი რურუასთან დაკავშირებით მორჩილმა, პოლიტიკურად მართულმა სასამართლომ კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება პოლიტიკური დევნა და კვლავ გვყავს პოლიტპატიმრები, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
„8 მარტის შეთანხმებაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ზეწოლის შედეგად, პრეზიდენტს იგივე ზომის მიღება მოუწევს, რაც იყო გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების თაობაზე, რომლის პირდაპირ სურვილებს ასახავს სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.