პრემიერ მინისტრი სოფელ ღარში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
30-07-2020, 18:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღარში მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

 

 

ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ღარის ხიდთან ადიდებულმა რიონმა გზა ჩამოშალა და ონის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის მილები დააზიანა. მიუხედავად ამისა, ონს ამჟამად წყალი ალტერნატიული საშუალებით მიეწოდება.

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია სტიქიისგან დაზიანებულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ამჟამად იწმინდება მდინარის კალაპოტი, რის შემდეგაც წყლის სისტემის და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. მაგისტრალური ქსელის  დაზიანების შედეგად  წყლის გარეშე დარჩენილ აბონენტებს სასმელი წყალი მიეწოდებათ.

 

 

ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს სოფლების - ჯინჯჭვისისა და გომის დამაკავშირებელი დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები, ასევე დაწყებულია ხიდთან მისასვლელი დროებითი გზის მოწყობა.

 

 

პრემიერ მინისტრსა და ვიცე-პრემიერთან ერთად სოფელ ღარში პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ონის მერი დავით ჩიკვაიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი