საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში წარმოდგენილ ცვლილებას ხელს აწერს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა.
"პრეზიდენტის მიერ არაერთხელ გაცხადდა სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის სრულფასოვანი რეფორმირების აუცილებლობის თაობაზე, ასევე პოლიტიკისა და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და მაღალპროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული პროკურატურის მნიშვნელობის შესახებ. უდავოა, რომ დღეს საზოგადოებაში არებობს სრული კონსენსუსი პროკურატურის სისტემაში სიღრმისეული რეფორმების გატარების აუცილებლობის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ხელმოსაწერად წარმოდგენილი ცვლილება არსობრივად მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესება- გათავისუფლების ახლებურ რეგულაციებს ითვალისწინებს. პროკურატორის სისტემის რეფორმირებასთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ არაერთხელ ყოფილა გაცხადებული და დღესაც მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს პროკურატურის სტატუსი და ადგილი სახელისუფლო ორგანოთა სისტემაში სრულყოფილად უნდა იყოს უზრუნველყოფილი პროკურატურის ინსტიტუციური თუ პოლიტიკური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ასევე საზოგადოების თუ საკანონდებლო ორგანოს წინაშე პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების პირობები. საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ არსებითად მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესება-გათავისუფლების პროცედურებს ეხება და ახლებური რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს", - განაცხადა კვერენჩხილაძემ და დაამატა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ელოდება, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება და განხორციელდება პროკურატურის სისტემის რეალური რეფორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.