დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, გრძელდება პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში, კულტურული ღონისძიებები გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
1 და 2 აგვისტოს, 20:00 საათზე, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლადრეაბილიტირებულ პარკში, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, ორი ღია კონცერტი ჩატარდება. მასში სხვადასხვა თაობისა და მიმართულების შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, 1 აგვისტოს, 19:00 საათზე, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში, მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგება.
მუსიკალური საღამოები, ბენდებისა და ჯაზის შემსრულებლების მონაწილეობით, მომავალ კვირას უკვე „მზიურის“ პარკში, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება.
პროექტის ფარგლებში, გამართულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.