გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის ადვოკატები მცხეთის სასამართლოში დღეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ადვოკატები თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მათ დატოვებას მოითხოვენ, ალტერნატივად კი, გირაოთი ან მეთვალყურეობაზე არასრულწლოვნების გადაცემის შუამდგომლობას დააყენებენ.
როგორც ზ.ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხდა, ის მოითხოვს საქმის მთავარი მოწმეების, ვახო ახვლედიანის და გურამ ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებების დაუშვებლად ცნობას.
ადვოკატის თქმით, მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს და შესაბამისად მათი ახალი ჩვენებები დაუშვებელი მტკიცებულებაა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ იმ მტკიცებულებებით, რაც საქმეში დევს, არასრულწლოვნების პატიმრობაში ყოფნა კანონდარღვევაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.